ეროვნულ გვარდიაში თბილისის N72 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტ "ერთი დღე ჯარშის" ფარგლებში ესტუმრნენ. სკოლის მოსწავლეებს ჯარისკაცებმა უმასპინძლეს და გვარდიის ფუნქციასა და ამოცანებზე პრეზენტაცია წარუდგინეს. მოსწავლეებმა ეროვნული გვარდიის ინფრასტრუქტურა და გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს. დღის ბოლოს, სტუმრებმა „ჯარისკაცის ულუფა“ დააგემოვნეს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირება და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება.