ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს თბილისში კიდევ ერთი ახალი ავტომატური სადგური შეემატა. 2023 წლის ბოლომდე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი 8 ავტომატური და 1 მობილური სადგურით გაფართოვდება. თანამედროვე სადგურიდან მიღებული ინფორმაცია იმის საშუალებას იძლევა, რომ ახალი ღონისძიებები და პროექტები დაიგეგმოს, რაც სამომავლოდ ჰაერის ხარისხის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.