ხუთი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით, თბილისში, მეორე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს სახელწოდებით „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“. როგორც აღინიშნა, ღონისძიების მიზანი საქართველოში, კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესებაა. კონფერენციაში 20-მდე ქვეყნის დელეგაცია და 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის აღნიშნულ სექტორში მომუშავე უწყების პირველი პირები, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობენ. კონფერენციაზე, ცხრა თემატური სესია გაიმართება.