„კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ - თბილისში, მეორე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს - Palitra News

„კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ - თბილისში, მეორე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

2023-11-16 11:48:17+04:00

ხუთი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით, თბილისში, მეორე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს სახელწოდებით „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“. როგორც აღინიშნა, ღონისძიების მიზანი საქართველოში, კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესებაა. კონფერენციაში 20-მდე ქვეყნის დელეგაცია და 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის აღნიშნულ სექტორში მომუშავე უწყების პირველი პირები, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობენ. კონფერენციაზე, ცხრა თემატური სესია გაიმართება.