ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლევან იოსელიანი სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან ერთად ღონისძიებას მართავს. ღონისძიებაზე ყურადღება საქართველოში რელიგიური თავისუფლებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის გამოწვევებზე გამახვილდა. ასევე ტოლერანტობის ქომაგების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. აღნიშნული ღონისძიების მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“.