ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს დღეიდან იწყებს. დელეგაციის წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარეს, „ქართული ოცნების" ლიდერებს, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კომისიის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკლ ფრენდო, ვენეციის კომისიის მდივანი, სიმონა გრანატა-მენჯინი და ვენეციის კომისიის წევრი ეირიკ ჰოლმოვიკი.