“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს აქვეყნებს. კითხვაზე, თუ რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, ამ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას", 13% - "ნაციონალურ მოძრაობას", 4% პარტიას - "საქართველოსთვის", 3%- კი „სტრატეგია აღმაშენებელს” მისცემდა ხმას. IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 40%-ი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა, 29% კი „ქართულ ოცნებას“.