საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ლანჩხუთში მდებარე კოლეჯ „ჰორიზონტის“ ახალი სასწავლო კორპუსი გახსნა და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა. გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს პროფესიული განათლების განვითარება და ქვეყნის მასშტაბით პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.