პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და მიმართვის ფაქტებზე, 19-ტ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. ,,კანონიერი ქურდების“ დავალებით, საქართველოში „ქურდულ გარჩევებს“ სისტემატიურად აწყობდნენ და მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს განიხილავდნენ. ასევე, რვა ბრალდებულმა დავის მათ სასარგებლოდ გადასაწყვეტად „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლებს მიმართა.
6 პირს ბრალდება 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. ასევე 5 პირს 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ემუქრებათ, ხოლო 8 პირს - „კანონიერი ქურდისთვის მიმართვის გამო 3-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.