ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც შეხვდა. მთავრობის მეთაურმა პია კაუმას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და დაუდასტურა საქართველოს სურვილი, გააგრძელოს ნაყოფიერი თანამშრომლობა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან. საუბარი ასევე შეეხო მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება, გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება მზადაა, რომ არჩევნების მონიტორინგს ხელი შეუწყოს.