პარლამენტმა პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა ფრიდონ ინჯიას ინიციატივას, რომლითაც არაელექტრონული - ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება ექნებათ. ამასთან, კენჭისყრამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს ფრიდონ ინჯიას კანონპროექტზე შემდგომი კონსულტაციები და განსხვავებული ინიციატივების წარმოდგენა შესთავაზა. აღნიშნულ თემაზე უფრო ვრცლად ხატია სამხარაძე გიამბობთ.