წელს თბილისს საახალწლოდ ახალი ნაძვის ხე ექნება - Palitra News

წელს თბილისს საახალწლოდ ახალი ნაძვის ხე ექნება

2023-11-15 16:01:39+04:00

წელს თბილისს საახალწლოდ ახალი ნაძვის ხე ექნება. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რუსთაველის გამზირი საახალწლოდ დეკემბრის დასაწყისში მოირთვება, მთავარი ნაძვის ხე კი 15 დეკემბერს აინთება. როგორც კალაძემ აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში, თბილისი ძალიან საინტერესო გახდა უცხოელი ტურისტებისთვის, განსაკუთრებით კი საახალწლო დღეებში.