საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მმართველი გუნდის მხრიდან დაპირების შესრულებას ითხოვს და აცხადებს რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 5 პროცენტიდან 2 პროცენტამდე დაიწიოს. მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი დაპირების მიუხედავად ამბობენ, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი არც ახლა და არც სამომავლოდ არ განიხილება. მათი თქმით ოპოზიციის ძირითადი ნაწილი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია რომ 2024 წლის არჩევნებზე 5 პროცენტსაც ვერ გადალახავენ.