გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, აშშ-ის უმსხვილეს გამოფენაზე ქართული სტენდი პირველად იყო წარმოდგენილი. ჩიკაგოში, აშშ-ის ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენაზე ქართული სტენდი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ დაათვალიერა და ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქართული კომპანიების მხარდაჭერის მექანიზმებზე იმსჯელეს.