ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში ვალდიმერ პუტინისა და სი ძინ პინის გასამართლების შესახებ დასმულ კითხვაზე სალომე ზურაბიშვილის პასუხის გამო საქართველოს პრეზიდენტსა და ქართულ ოცნებას შორის დაძაბული ურთიერთობა პოლიტიკური განხილვის საგანია. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ დაპირისპირების მიზეზი სალომე ზურაბიშვილის პროევროპული კურსია, ნაწილი კი ფიქრობს,რომ სინამდვილეში უმრალესობის ლიდერებსა და პრეზიდენტსაც წინასაარჩევნოს ერთი მიზანი - ქართული ოცნების სასარგებლოდ ამომრჩევლების მოზიდვაა აერთიანებს.