დაიწევს თუ არა საარჩევნო ბარიერი- საკითხი კვლავ პოლიტიკური განხილვის მთავარი თემაა - Palitra News

დაიწევს თუ არა საარჩევნო ბარიერი- საკითხი კვლავ პოლიტიკური განხილვის მთავარი თემაა

2023-11-15 11:55:32+04:00

ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხს კვლავ აქტიურად განიხილავენ. ოპოზიციის გარკვეული ნაწილი საარჩევნო ბარიერის 5 პრიცენტიდან 2 პროცენტამდე დაწევას ითხოვს, მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი დაპირების მიუხედავად აცხადებენ, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი არც ახლა და არც სამომავლოდ არ განიხილება. მათი თქმით ოპოზიციის ძირითადი ნაწილი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია რომ 2024 წლის არჩევნებზე 5 პროცენტსაც ვერ გადალახავენ.