შეასრულებს თუ არა ქართული ოცნება, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, ევროკომისიის დათქმებს - თემაზე პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე იმსჯელეს. ოპოზიცონერი დეპუტატები მმართველ პარტიას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ურჩევენ, ქართული ოცნება კი ოპონენტებს საბოტაჟში ადანაშაულებს. სამთავრობო გუნდში განმარტავენ, რომ ოპოზიციის მხრიდან ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანების მცდელობის მიუხედავად, ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, რაც ქართველი ხალხისა და ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების დამსახურებაა.