ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხს კვლავ აქტიურად განიხილავენ. ოპოზიციაში ირაკლი კობახიძის შარშანდელ განცხადებას იხსენებენ, რომლის მიხედვითაც თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებდა საარჩევნო ბარიერი 2%-მდე შემცირდებოდა. ახლა კი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი არც ახლა და არც სამომავლოდ არ განიხილება. ამის პარალელურად დღეს გორბის კვლევებიც გავრცელდა რის საფუძველზეც მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ რომ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია რომ 2024 წლის არჩევნებზე 5 პროცენტსაც ვერ გადალახავენ. რა განცხადებები კეთდებოდა დეპუტატების მხრიდან მთელი დღის განმავლობაში აღნიშნულ საკითხზე მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი, მაგდა ბლუაშვილი საკანონმდებლო ორგანოდან გაგვაცნობს.