აქონდროპლაზიის დიაგნოზის სამკურნალო პრეპარატი “ ვოსორიტიდი” საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაცია დიაგნოზის მქონე ბავშვის ერთ-ერთმა მშობელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ბავშვები მკურნალობას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოში დაიწყებენ. მშობლების ცნობით, მკურნალობის პროცესს სულ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე 17 ბავშვი ელოდება.