ბიუროზე რომან გოცირიძის სიტყვით გამოსვლას დაპირისპირება მოჰყვა. ევროოპტიმისტების დეპუტატმა მმართველ პარტიას მოუწოდა რომ პარლამენტმა ოპოზიციის რეზოლუციები განიხილოს, რაზეც შალვა პაპუაშვილმა განმარტა რომ საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის საკითხები არ იბლოკება. ამის შემდეგ რომან გოცირიძემ ანრი ოხანაშვილს, რომელიც სხდომაზე არ იმყოფებოდა ,,ქართული ოცნების" დავალებების შემსრულებელი უწოდა, რასაც დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა.