ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 23 ნოემბრის შეკრებისთვის ემზადება. პარტია ვარდების რევოლუციის წლისთავის აღნიშვნასა და ახალი გადაწყვეტილებების გამოცხადებას აანონსებს. ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე ლევან ხაბეიშვილი ამტკიცებს რომ ამ დრომდე გაუგებარი მიზეზებით შეკრებისთვის საჭირო სხვადასხვა სივრცის დაქირავებაზე უარს ეუბნებიან, რაც მისი აზრით, ხელისუფლების პირდაპირი დაკვეთაა. ბრალდებებს უსაფძვლოს უწოდება მმართველი პარტია, რომელიც ვარდების რევოლუციის წლისთავის აღნიშვნას თავხედობას უწოდებს.