უკრაინის გენშტაბის ცნობით, ქვეყნის დამცველებმა, ბოლო 24 საათში, რუსების ათობით თავდასხმა მოიგერიეს. ყველაზე ცხელ მიმართულებებად კვლავ ავდიივკა, ბახმუტი და მარინკა რჩება. გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში ფრონტზე 80 სამხედრო შეტაკება მოხდა. უკრაინის თავდაცვის ძალები ბახმუტის სამხრეთით თავდასხმის ოპერაციებს აგრძელებენ. ისინი რუსებს ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კუთხით სერიოზულ ზიანს აყენებენ და მიღწეულ პოზიციებზე მაგრდებიან. ბოლო მონაცემებით, უკრაინაში მიმდინარე ომს 313-ი ათასზე მეტი რუსი ოკუპანტი ემსხვერპლა - მათგან 900-ზე მეტი მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში დაიღუპა.