აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი, რომლის შემოტანასაც თვეების განმავლობაში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვდნენ, უკვე საქართველოშია. თავდაპირველად, აღნიშნული ინფორმაცია ერთ-ერთმა მშობელმა გაავრცელა, მოგვიანებით კი, ჯანდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა. "ვოსორიდიტის" მოხმარებას პირველ ეტაპზე 6 ბავშვი დაიწყებს, რომელთაგან პირველი ოთხი, სავარაუდოდ, ინექციას ხვალ გაიკეთებს. მკურნალობის პროცესი იაშვილის სახელობის კლინიკაში წარიმართება.