“ქართული ოცნება” პრეზიდენტს ისევ დაუპირისპირდა. ამჯერად, ამის მიზეზი, სალომე ზურაბიშვილის მიერ ჩინეთის პრეზიდენტზე გაკეთებული განცხადება გახდა. მმართველი პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ზურაბიშვილის სიტყვების გამო, პარტნიორებთან ბოდიშების მოხდა უწევთ. მათივე თქმით, პრეზიდენტი კონსტიტუციას უხეშად არღვევს და ამით ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ნიშაში ექცევა. ცნობისთვის, ფრანგულ ტელეარხთან ინტერვიუში ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე იმის შესახებ, იმედოვნებს თუ არა, რომ პუტინი და ჩინეთის ლიდერი, სი ძინ პინი ოდესმე გასამართლდებიან, უპასუხა, რომ ეს მისი შინაგანი რწმენით, ისტორიული შედეგი იქნებოდა.