ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხს კვლავ აქტიურად განიხილავენ. ოპოზიციაში ირაკლი კობახიძის შარშანდელ განცხადებას იხსენებენ, რომლითაც მან თქვა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში, საარჩევნო ბარიერი 2%-მდე შემცირდება. ახლა კი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი არც კი განიხილება.