აშშ აცხადებს, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ სირიაში ირანის ორ ბაზაზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, თავდასხმები იმ ობიექტებზე განხორციელდა, რომლებსაც ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი და ირანთან დაკავშირებული ჯგუფები იყენებდნენ . დარტყმები საწვრთნელი ობიექტების, ქალაქების აბუ კამალისა და მაიადინის მახლობლად განხორციელდა. ამავე ცნობით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის, მთავარი პრიორიტეტი აშშ-ის პერსონალის უსაფრთხოებაა. ლოიდ ოსტინის თქმით, ირანის ბაზებზე იერიშების მიტანით ამერიკა აცხადებს, რომ საკუთარ თავს, თავის პერსონალს და მის ინტერესებს დაიცავს.