პოლონეთში ახალი მოწვევის პარლამენტი მუშაობას ოფიციალურად იწყებს. მედიის ინფორმაციით, სეიმის პირველი სხდომა სწორედ დღეს იმართება. პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ახლად არჩეულ დეპუტატებს სიტყვით მიმართავს, შემდეგ კი სეიმის ახალ სპიკერს აირჩევენ. მედიის ცნობით, დღესვე ახლად არჩეული დეპუტატების ფიცის დადების ცერემონიაც გაიმართება. პირველ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გადადგება, პრეზიდენტი კი არჩეულ კანდიდატს მთავრობის შექმნის მანდატს მისცემს. შეგახსენებთ, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ მთავრობის ფორმირება პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, მატეუშ მორავიეცკის დაავალა.