ჩუღურეთის რაიონს თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშო ბაღი შეემატა. 125-ე საბავშვო ბაღის მშენებლობა სამი წლის წინ დაიწყო და რამდენიმე კვირის წინ დასრულდა. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ბავშვებს სასწავლო პროცესზე დასწრება უმძიმეს მდგომარეობაში უწევდათ, რაც შენობა ნაგებობის დემონტაჟის საფუძველი გახდა. მისივე განცხადებით ამჟამად საბავშვო ბაღი სრულად აკმაყოფილებს ბავშვთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს.