პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიციას საპარლამენტო საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელების შესაძლებლობა არ ეძლევა. ამ თემაზე სპეციალური განცხადება ლილუაშვილმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა. მან პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, დროულად მოხდეს ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტების განხილვა და სესიაზე გატანა. მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი აცხადებენ რომ ქვეყნის ინტერესების დასაცავად ოპოზიციის მოწოდება არაფერში არ სჭირდებათ.