იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში „ნაპოლი“ შინ სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე „ემპოლისთან“ ბოლო წუთს გაშვებული გოლით დამარცხდა. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ კი რუდი გარსიას ნეაპოლიტანელების მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინეს, - ამის შესაცებ ინფორმაციას.
La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
„კვირას „მარსელისა“ და „ლიონის“ ყოფილმა მწვრთნელმა შემადგენლობაში გადატრიალება ხვიჩა კვარაცხელიას სათადარიგოთა სკამზე დაყენებით სცადა. თუმცა დამატებულ დროში ვიქტორ კოვალენკომ ჯვარს აცვა ნეაპოლელები და „ემპოლიმ“ 1:0 მოიგო. წვიმიან ამინდში მოქმედი ჩემპიონი გაბრაზებული გულშემატკივრის თვალწინ სერია A-ს ერთ-ერთ აუტსაიდერთან დამარცხდა. ეს ლიგაში „ნაპოლის“ ზედიზედ მესამე წაგება იყო დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე. ეს რუდი გარსიას გათავისუფლების ნიშნავს. ფრანგ მწვრთნელს ამ წარუმატებლობის შემდეგ თანამდებობა დაატოვებინეს. ამ ინფორმაციას ოფიციალურად მალე დაადასტურებენ“, – წერს La Gazzetta dello Sport-ი.
ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს ფრანგული გამოცემა L’Equipe, სადაც აღნიშნულია, რომ „ემპოლისთან“ წაგება გარსიასთვის ფატალური გამოდგა.
„რუდი გარსიას „ნაპოლის“ მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლებენ. „ემპოლისთან“ საშინაო მარცხი რუდი გარსიასთვის საბედისწერო გამოდგა და მისთვის ამ გუნდში მუშაობის ეპოქა დასრულდა. მომავალი კვირიდან გუნდს აღარ ავარჯიშებს 59 წლის ფრანგი მწვრთნელი, რომელიც იტალიის ჩემპიონის, „ნაპოლის“ ჩასაბარებლად ლუჩანო სპალეტის ნაცვლად ნეაპოლში ზაფხულში ჩავიდა. კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა მისი გადაყენება ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გადაწყვიტა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა. ჩემპიონთა ლიგაზე ბერლინის „უნონიონთან“ ფრემ (1:1) და ახლა ამ წარუმატებლობამ „ნაპოლის“ პრეზიდენტი აიძულა, ეს გადაწყვეტილება მაინც მიეღო“, – წერს ფრანგული გამოცემა.
რუდი გარსიას გაშვების შესახებ ინფორმაციას ასევე ავრცელებს Sky სპორტის ექსპერტი და ცნობილი ჟურნალისტი ჯან-ლუკა დი მარიციო: „„ორშაბათს დაგეგმილია შეხვედრა, სადაც რუდი გარსიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ იმსჯელებენ. როგორც ჩანს, აურელიო დე ლაურენტისმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
ამ დროისთვის ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ არის გამოცხადებული, მაგრამ გარსიას თანამდებობიდან რომ გაათავისუფლებენ, ეს უკვე გარკვეულია.
ერთ-ერთი ძლიერი კანდიდატი ვალტერ მაცარია, ვისთვისაც ეს იქნება დაბრუნება („ნაპოლიში“ 1998-1999 და 2009-2013 წლებში მუშაობდა).
„კალიარის“, „ინტერისა“ და „რეჯინას“ ყოფილი მწვრთნელი ნეაპოლურ გარემოს ძალიან კარგად იცნობს და, შესაძლოა, ამ ფაქტორმა მის სასარგებლოდ იმუშაოს.
კიდევ ერთი სპეციალისტი, რომელიც შეიძლება სასარგებლო იყოს „გადაუდებელი რეაგირებისთვის“, იგორ ტუდორია, რომელმაც მარსელის „ოლიმპიკში“ გასულ სეზონში დიდი გამოცდილება შეიძინა. ეს სახელები ამოტივტივდა მას შემდეგ, რაც ანტონიო კონტემ უარი თქვა.
ცხადია, რომ გადაწყვეტილებას კვლავ (და მხოლოდ) პრეზიდენტი დე ლაურენტისი მიიღებს. გარსიას აუცილებლად გაათავისუფლებენ და ორი ყველაზე ძლიერი კანდიდატი მაცარი და ტუდორი არიან“, – ამტკიცებს დი მარციო