ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე, შესაძლოა, თავდასხმების რაოდენობა გაზარდოს. ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ უკრაინამ ყურადღება ტერორისტებისგან დაცვასა და მათ შეტევებზე შესაბამის რეაგირებაზე უნდა გაამახვილოს. ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინის საჰაერო ფარი უკვე უფრო ძლიერია ვიდრე გასულ წელს და ქვეყანამ თავდაცვის გაძლიერებისთვის ახალი შესაძლებლობები მოიპოვა. მისივე თქმით, მიუხედავად დამატებითი დახმარებისა, ქვეყნის ტერიტორიის სრული დაცვა ვერ ხდება და ამ მიმართულებით სამუშაოები გრძელდება. ზელენსკიმ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.