საკანონმდებლო ორგანოში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი ბერაიას მიმართა და აღნიშნა რომ სირცხვილია, როდესაც ის კვლავ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას იკავებს. მან ბერაიას კომიტეტის თავმჯდომარეს საპარლამენტო თანამდებობის დატოვებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ელისაშვილის გამოსვლას, სხდომაზევე უპასუხა ბერაიამ. როგორც მან განმარტა, საკუთარი განცხადებების გამო, რომელიც დეპუტატ თეონა აქუბარდიას მისამართით გააჟღერა, სინანული უკვე გამოხატა და ის გადადგომას არ აპირებს.