ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. რუსულმა ძალებმა გასულ 24 საათში, სარაკეტო იერიში რამდენიმე ოლქის ათობით ქალაქზე მიიტანეს. ფრონტის ხაზზე 69 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ოკუპანტებმა 7 სარაკეტო, 34 საჰაერო, ზალპური სისტემებიდან კი 59 შეტევა განახორციელეს. დაჭრილი და დაშავებულია მშვიდობიანი მოსახლეობა. უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში რთული ვითარებაა. გენშტაბის განცხადებით, ფრონტის ხაზზე ვითარება დაძაბულია. უწყების ინფორმაციითვე, დიდია მტრის დანაკარგებიც, უკრაინული თავდაცვა მტრის სტრატეგიულ ობიექტებზე შეტევებს წარმატებით ავრძელებს