სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის წევრებს შეხვდა. ოჯახებთან საინფორმაციო შეხვედრაზე მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესის, მისი შემდგომი გაგრძელების და ეფექტიანობის უზრუნველყოფის განსაკუთრებულ დატვირთვაზე. სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად მიმოიხილა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინიციატივით მიმდინარე, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესი.