დაიწევა თუ არა წინასაარჩევნოდ 5 პროცენტიანი ბარიერი ? ოპოზიციურ სპექტრში დეპუტატებმა აქტიურად დაიწყეს საუბარი საარჩევნო ბარიერის დაწევაზე. მათი თქმით თუ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5 პროცენტიანი ბარიერი დაწეული იქნება ეს პატარა პარტიებს მისცემს იმის საშუალებას რომ ისინი 2024 წელს საკანონმდებლო ორგანოში მოხვდნენ. მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი არც კი განიხილავენ საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხს. დღეს დილიდან აღნიშნულ თემაზე დეპუტატების მხრიდან კომენტარებიც კეთდება.