ოპოზიცია ,,ქართული ოცნებისგან" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 5%-იანი ბარიერის 2%-მდე დაწევას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტები ევროკომისიის ერთ-ერთ რეკომენდაციას იხსენებენ, სადაც ნათქვამია რომ 2024 წლის არჩევნებამდე აუცილებწლია ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა. ახლა ოპოზიციის ნაწილი ,,ქართულ ოცნებას" წლების წინ დადებული პირიბისა და აღნიშნული რეკომენდაციის შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.