მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ევრუპული საბჭოს გადწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების მოლოდინი დადებითია. ხელისუფლების ოპონენტები კვლავ მმართველი გუნდის მხრიდან შეუსრულებელ რეკომენდაციაზე საუბრობენ. მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნების პირობებში ქვეყნის ევროინტეგრაცია ვერ მოხერხდება, ამიტომ ახალ დათქმებზე მუშაობა 2024 წლის არჩევნების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ოპოზიციის ნაწილში ყურადღებას პოლარიზაციის დაძლევის აუცილებლობაზეც ამახვილებენ და მზაობას გამოთქვამენ რეკომენდაციის შესრულებით მიზნით ხელისუფლებასთან და მესამე სექტორთან ითანამშრომლონ.