ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებასა და პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს ქვეყნის ღალატსა და პრორუსული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა, გიორგი ბარამიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” მშვიდობის სახელით საქართველოს რუსეთს აბარებს, რაც არა არგაღიზიანების, არამედ ღალატისა და ოკუპაციასთან შემრიგებლობის პოლიტიკაა. ბარამიძის განმარტებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ჯანსაღი კომუნიკაციის ნაცვლად, მმართველი პარტია წინა ხელისუფლების შეცდომებზე აქცენტირებს, რაც მხოლოდ ოკუპანტი რუსეთის ინტერესებში შედის.