სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე „ეუთო ოდირმა“ დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ საქართველოს პარლამენტმა ე.წ. „კარვების კანონი" არ უნდა მიიღოს. აღსანიშნავია, რომ ეუთო/ოდირმა დასკვნის მომზადების დროს, კონსულტაციები გაიარა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების საკითხებში გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან. გარდა ამისა, დასკვნაში ასევე კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების წესიც უარყოფითად არის შეფასებული. ეუთო-ოდირის საკმაოდ კრიტიკულ დასკვნას დღეს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ.