სამხედრო დაპირისპირების დაწყებიდან 35-ე დღეს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი გრძელდება. პალესტინური მედიასაშუალებების ინფორმაციით, ქალაქ ღაზას რამდენიმე საავადმყოფოსთან ახლოს ჭურვები ჩამოვარდა. ისრაელის თავდაცვის ზალების პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ ისრაელს საავამყოფოებზე თავდასხმა არ სურს, თუმცა იძულებული გახდება ეს ნაბიჯი გადადგას, თუ „ჰამასი“ საავამყოფოებს ისრაელზე შეტევისთვის გამოყენებს. ბოლო მონაცემებით, ამ ომს სულ მცირე 11 000 პალესტინელი და 1 200 ისრაელელი ემსხვერპლა.