პენტაგონის განცხადებით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, აშშ-სა და კოალიციის ჯარებს, რომლებიც ერაყსა და სირიაში არიან განთავსებულები თავს 46-ჯერ დაესხნენ. მათ შორის, 24-ჯერ ერაყში და 22-ჯერ სირიაში. თავდასხმები უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გამოყენებით განხორციელდა. პენტაგონის ოფიციალური ინფორმაციით, შედეგად 56 ადამიანი დაშავდა. თავდასხმების საპასუხოდ 9 ნოემბერს, აშშ-მა აღმოსავლეთ სირიაში იარაღის შესანახ ობიექტზე იერიშიც მიიტანა.