ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც კალაძის და ივანიშვილის 2020 წლის დაპირებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც 2022 წელს თბილისს ცენტრალური პარკი უნდა ჰქონოდა. როგორც გიორგი კაპანაძე ამბობს, 3 წელი გავიდა ამ დაპირებიდან და სამუშაოებიც ჯერაც არ არის დაწყებული. კაპანაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ტერიტორიები გასხვისდეს. პარტიის წევრი, კახა კალაძეს და ივანიშვილს მიმართავს რომ ხალხი ახალ რეკრეაციულ ზონას ელოდება.