ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ახალი ინიციატივით გამოდის - შეიქმნას ნდობის უფლებამოსილი საბჭო, რომელიც პარტიის სტრატეგიის და ტაქტიკის განმსაზღვრელი ერთადერთი ორგანო გახდება. ფესიბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, ნიკა მელია წერს, რომ ნაციონალური მოძრაობის ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილებების შედეგად პარტია ოპოზიციურ ველზე პოლიტიკური ლიდერის ფუნქციას დღითიდღე კარგავს, ამიტომ აუცილებელია ერთობა და ნდობის აღდგენა. ლევან ხაბეიშვილის ფლანგი მელიას ინიციატივას მხარს არ უჭერს და საზოგადოებას მოუწოდებს იმ დოკუმენტს დაელოდონ, რომელიც მათი მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით გამოქვეყნდება.