უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინა ყველა თვალსაზრისით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არ არის. მისივე თქმით, უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისგან ძალიან შორს არის. უნგრეთის პრემიერი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირს უნგრეთის დიდი ფული მართებს, შესაძლოა ეს თანხა 5 მილიარდი ევროც კი იყოს, რომელსაც სხვადასხვა მიზეზის გამო ალიანსი უნგრეთს არ უბრუნებს. მანვე აღნიშნა, რომ ეს საკითხი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე უნგრეთის პოზიციას არ უკავშირდება.