Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის საწვავის მწარმოებლებს მთავრობამ დაავალა, რომ დიზელისა და ბენზინის ექსპორტის ყველა დარჩენილი შეზღუდვის გაუქმებისთვის მოემზადონ. - გამოცემის ანონიმური წყაროს განცხადებით, ექსპორტი მომავალი კვირიდან განახლდება. კიდევ ერთმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ აკრძალვა მომავალ კვირას მოიხსნება. შეგახსენებთ, რუსეთმა, მაღალი შიდა ფასებისა და დეფიციტის პრობლემების მოგვარების მიზეზით, საწვავის ექსპორტის აკრძალვა 21 სექტემბერს დააწესა. მთავრობამ შეზღუდვები 6 ოქტომბერს შეამსუბუქა და დიზელის მილსადენით ექსპორტი დაუშვა, მაგრამ ბენზინის ექსპორტზე შეზღუდვები ძალაში დატოვა. შეზღუდვის ფარგლებში, ბენზინის საზღვარგარეთ გატანა სატვირთო მანქანებისა და რკინიგზის საშუალებითაც აკრძალულია.