უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება "დიდგორი 2023’’ მიმდინარეობს. სწავლება საველე კომპონენტების სიმულაციური სცენარი ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეებზე კოორდინაციისა და ურთიერთქმედების დახვეწას ითვალისწინებს. სცენარი ასევე სხვადასხვა უწყებასა და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფს შორის ტაქტიკურ დონეზე სინქრონიზაციასა და კოორდინაციის გაღრმავებას გულისხმობს. უწყებათშორისი სწავლება წელს მეცხრედ ტარდება.