გელათის რეაბილიტაციის კომისიამ გელათის კომიტეტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა, რომელიც 2023 წლის მაისიდან ოქტომბრამდე განხორციელებული ცვილელებებს ითვალისწინებდა. ანგარიშში საუბარია გელათის მონასტრის ერთიან-დროებით გადახურვაზე, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს. პროექტში ჩართულია, როგორც ქართული მხარე, ასევე საერთაშორისო კომპანიები. კომიტეტის განმარტებით დაიწყება იმ კონკრეტულ ფრესკებზე მუშაობა, რომელიც გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს და ამავდროულად გაგრძელდება კვლევა, რათა რაც შეიძლება მაქსიმალურად შეამცირონ დაზიანების საფრთხე