ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც კალაძის და ივანიშვილის 2020 წლის დაპირებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც 2022 წელს თბილისს უნდა ჰქონოდა ცენტრალური პარკი. როგორც გიორგი კაპანაძე ამბობს, 3 წელი გავიდა ამ დაპირებიდან და სამუშაოებიც კი არ არის დაწყებული. კაპანაძე არ გამორიცხავს, რომ ამ ტერიტორიის გასხვისებას აპირებდნენ. პარტიის წევრი კახი კალაძეს და ივანიშვილს მიმართავს და ამბობს, რომ ხალხი ახალ რეკრეაციულ ზონას ელოდება