ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ახალი ინიციატივით გამოდის - შეიქმნას ნდობის უფლებამოსილი საბჭო, რომელიც გახდება პარტიის სტრატეგიის და ტაქტიკის განმსაზღვრელი ერთადერთი ორგანო. ფესიბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, ნიკა მელია წერს, რომ ნაციონალური მოძრაობის ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილებების შედეგად პარტია დღითიდღე კარგავს ოპოზიციურ ველზე პოლიტიკური ლიდერის ფუნქციას, ამიტომ აუცილებელია ერთობა და ნდობის აღდგენა. ლევან ხაბეიშვილის ფლანგი მელიას ინიციატივას მხარს არ უჭერს და საზოგადოებას მოუწოდებს დაელოდონ იმ დოკუმენტს, რომელიც მათი მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით გამოქვეყნდება.