კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, სტარტაპ იდეების კონკურსის “იდეადრომის” გამარჯვებული გუნდები გამოავლინა. საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენდა. კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებმა პროფესიონალი მენტორების დახმარებით 5 დღიანი ინტენსიური სწავლება გაიარეს ბიზნეს მოდელის შექმნის, ვალიდაციის სტრატეგიისა და პროტოტიპის შემუშავების, პროდუქტის განვითარების, ინდუსტრიის ანალიზის, ასევე, კონკურენტების შესწავლისა და ინვესტორებთან მოლაპარაკების ხელოვნების შესახებ. პროექტები ჟიურიმ შეაფასა